logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მხარდაჭერა ურყევია
- +

1 დეკემბერი. 2021. 17:59

 

„NATO მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მხარდაჭერა ურყევია,“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს მინისტერიალის პრესკონფერენციაზე.

 

„საქართველო და უკრაინა NATO-ს ხანგრძლივი და ახლო პარტნიორები არიან. NATO მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მხარდაჭერა ურყევია. მზად ვართ, ჩვენი მხარდაჭერა გავაძლიეროთ. ჩვენ უკვე ვაძლიერებთ საქართველოსა და უკრაინის თავდაცვისუნარიანობას, ერთად ვატარებთ წვრთნებს. ასევე განვიხილეთ რეფორმების წინ წაწევისა და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების საკითხი. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია და საქართველოსა და უკრაინას უფრო ძლიერს გახდის“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner