„თქვენ იცით, რომ 2022 წლიდან ბიუჯეტში გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების მომატება. დღეს მინისტრმა დააანონსა - დღეს გვაქვს ბიუჯეტი სასკოლო განათლებისთვის მილიარდზე მეტი, რამდენიმე წელიწადში ეს ბიუჯეტი გაორმაგდება, ანუ გაუტოლდება 2 მილიარდ ლარს“, - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ამილახვარმა „ქრონიკის“ ეთერში.
„ეს წლიდან წლამდე მიმართული იქნება სხვა სასკოლო რესურსების გასაუმჯობესებლად, მაგრამ პირველ რიგში, ღვაწლმოსილი მასწავლებლების ხელფასების გასაზრდელად. ამ კუთხით მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ველოდებით ზრდას. მე ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამ კუთხით ნამდვილად გამოარჩევს - ჩვენ გვიწევს ბოლო ორი წელია, კოვიდპანდემიის პირობებში განათლების სერვისის მიწოდება და პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ გუნდმა შეძლო ის, რომ განათლების ყველა საფეხურზე განათლების უწყვეტობა და ხელმისაწვდომობა ყოფილიყო უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ამილახვარმა