logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: NATO-ს მინისტერიალზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფოკუსი შავი ზღვის უსაფრთხოება იყო
- +

1 დეკემბერი. 2021. 18:04

 

„დღეს საქართველომ უკრაინასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს NATO-სთან“, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

 

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენი პარტნიორები განიხილავდნენ საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ სიტუაციას, რეგიონში არსებულ გამომწვევებს და იმას, თუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტიანი რეაგირება ჩვენთვის აქტუალურ გამოწვევებზე. კერძოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი ფოკუსი შავი ზღვის უსაფრთხოება იყო. მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მკაფიო საუბარი იყო საქართველოს როლზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ჩვენი წვლილი არის ფასდაუდებელი და ამას აღიარებენ ჩვენი NATO-ელი პარტნიორები. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ აუცილებელია კონსოლიდირებული პოზიციები და NATO-ს მუდმივი თანადგომა, რათა ჩვენ გავუმკლავდეთ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომელიც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner