logo_geo
eng_logo
ჯანდრი უბირიამ 8 მარტი 97 წლის მერი მაღრაძეს მიულოცა
- +

7 მარტი. 2016. 14:12


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია 97 წლის ვეტერანს მერი მაღრაძეს სახლში ესტუმრა, მას დაბადების დღე და 8 მარტი მიულოცა. სამსახურის დირექტორის მოადგილის ჯანდრი უბირიას განცხადებით, ვეტერანებზე ზრუნვა კვლავ გაგრძელდება და მათი ღვაწლი სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული.


,,ამ ასაკის ადამიანებს რომ ვუყურებ, კიდევ ერთხელ მიმყარდება განცდა, რომ სახელმწიფო ხელისგულზე  უნდა ატარებდეს მათ, როგორი სიამაყით ჰყვებიან ომის ამბებს, გამარჯვების შესახებ, როგორი შემართებით არიან ასაკის მიუხედავად. სახელმწიფოს მოვალეობა სწორედ ამ ადამიანებზე ზრუნვაა", - განცხადა ჯანდრი უბირიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner