logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: 2012 წელს განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონო ლარი, 2022 წელს კი, გათვალისწინებულია მილიარდ 623 მილიონი ლარი
- +

1 დეკემბერი. 2021. 20:01

 

 

 

„2012 წელს, „ქართულ ოცნებას“ დახვდა ბიუჯეტი, სადაც განათლებისა და მეცნიერებისთვის გათვალისწინებული იყო 600 მილიონო ლარი, 2022 წელს კი, გათვალისწინებულია მილიარდ 623 მილიონი ლარი. აქედან შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ, როგორი პრიორიტეტია განათლება და მეცნიერება „ქართული ოცნებისთვის“. ეს ნახტომი მოხდა არა მარტო წელს, არამედ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ განათლების ყველა საფეხური განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.

 

მისი თქმით, უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია რაც წერია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში და სამთავრობო პროგრამაში

 

„ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ის, რომ მთავრობამ ის პროგრამა, რომელსაც ქართველმა ხალხმა ხმა მისცა და  მანდატი მიანიჭა „ქართულ ოცნებას“,  შესრულდეს.  ჩვენ ამ კუთხით ვუყურებთ მთავრობის საქმიანობას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner