„სულ 2000-ზე ცოტა მეტი სახელმწიფო სკოლა გვაქვს. აშენდა 174 ახალი სკოლა, 257 კი, რეაბილიტირებულია. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლისთვის ყველა სახელმწიფო სკოლა იყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.
მისივე თქმით, ამ მოწვევის პარლამეტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად, 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლაში იქნება სამედიცინო კაბინეტი.