„თუკი შევადარებთ რა როლი ჰქონდა პროფესიულ განათლებას წინა ხელისუფლების დროს და რა როლი მიანიჭა მას „ქართულმა ოცნებამ“ - ეს არის ცა და დედამიწა, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს მიიღოს პროფესია. არ არის აუცილებელი უმაღლესი განათლების მიღება და ამიტომაც ხდება, რომ განათლების სამინისტრომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით დაახლოვა პროფესიულ განათლებაში ჩართული ადამიანების და სტუდენტების სტატუსი სტუდენტის სტატუსთან დაახლოების კუთხით, მათ შორის, სამხედრო ვალდებულების გადავადების კუთხით“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათი ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მოსმენის დროს.
მისი თქმით, პროფესიულ განათლებას მნიშვნელოვანი როლი აკისრია რეგიონებში ცოდნის შეტანის მიმართულებით
„პროფესიული განათლება მჭიდრო კავშირშია პრემიერ მინისტრის იმ ახალ ინიციატივასთან, რომლის მიხედვით სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მეტად უნდა ჩაერთონ ეკონომიკაში რა თქმა უნდა, აქ თავის როლი და ახალი მასშტაბი ენიჭება პროფესიულ განათლების დაწესებულებებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.