logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: პოლიციელის შეურაცხყოფისთვის პასუხს სამართლებრივად აგებენ და არა ისე როგორ 2012 წლამდე ხდებოდა
- +

1 დეკემბერი. 2021. 21:55

 

„ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიციელი ხელშეუვალია და კანონით არის დაცული, 29 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეეცადა ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას, შეეცადა და საკადრისი პასუხიც მიიღო, 4 ადამიანია დაკავებული და პასუხს აგებენ კანონის წინაშე“, - ამ სიტყვებით ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პოლიციელებზე ძალადობის ფაქტს.

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ოპოზიცია დიდი ხანია ებრძვის და შეურაცხყოფას აყენებს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის პოლიციასაც.

 

„ის რაც მოხდა 29 ნოემბერს ამის დასტური იყო, ამიტომ ყველა დამნაშავე სამართლიანად აგებს პასუხს კანონის წინაშე. დღეს თითოეულო პოლიციელი იმსახურებს განსაკუთრებულ პატივისცემას და დამოკიდებულებას, არა იმიტომ რომ ამას კანონიც ითვალისწინებს, არამედ იმიტომ რომ მერაბიშვილის დამსჯელი და მჩაგვრელი პოლიციელებისგან განსხვავებით, დღეს ყველა მოქალაქეს ღირსეულად ეპყრობიან, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია ებრძვის, აკნინებს და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის შსს და თითოეულ პოლიციელს.

 

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიციელი ხელშეუვალია და კანონით არის დაცული, 29 ნოემბერს კიდევ ერთხელ შეეცადა ოპოზიცია პოლიციის დისკრედიტაციას, შეეცადა და საკადრისი პასუხიც მიიღო, 4 ადამიანია დაკავებული და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. პოლიციელის შეურაცხყოფისთვის პასუხს სამართლებრივად აგებენ და არა ისე როგორ 2012 წლამდე ხდებოდა. ასე მუშაობს დემოკრატია და მიუხედავად იმისა ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, მომავალშიც ყველა იქნება თანასწორი და უმკაცრესად აგებს პასუხს კანონდარღვევაზე“, - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner