სოციალური ქსელის მომხმარებელი ეკა ებრალიძე აქვეყნებს პოსტს, სადაც მათი ოჯახის ისტორიას ჰყვება და აღნიშნავს, რომ გაჭირვების დროს, როცა ოჯახის წევრს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდებოდა, ივანიშვილი და ღარიბაშვილი ოჯახს მოულოდნელად დაეხმარნენ:
„სკდება გული, რომ არ დავწერო. ამ რამდენიმე წლის წინ ჩვენი ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ჩემს ორიწლინახევრის ნათესავს მწვავე ლეიკემია დაუდგინდა. საჭირო გახდა ბავშვის სასწრაფო მკურნალობა გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში. საქმეს წყვეტდა არა წლები და თვეები, არამედ დღეები. რადგან დღითი დღე უარესდებოდა პატარას მდგომარეობა.
ოჯახი მზად იყო, გაეყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა, მაგრამ ეს იყო 2009 წლის დასაწყისი, ანუ საქართველოში 2008 წლის ომის მერე და მსოფლიო კრიზისის ფონზე ყველაფერი გროშის ფასად იყიდებოდა. პრესტიჟულ რაიონში სამოთახიანი ბინის თანხა ერთ ქიმიოთერაპიის პროცედურასაც არ ჰყოფნიდა.
მოკლედ, თავს არ შეგაწყენთ დეტალებზე შეჩერებით. ვიტყვი მთავარს. ბიძინა ივანიშვილმა ეს სიტუაცია რომ გაიგო, ამ მომენტიდან ზუსტად 20 წუთში ოჯახს უკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილი, ითხოვს კლინიკის კოორდინატებს და საჭირო მონაცემებს. კიდევ 2 დღეში აგვარებს ვიზის და ბილეთების საკითხს და ოჯახთან პირველი დაკავშირებიდან ზუსტად ერთ კვირაში პატარა დედ-მამასთან ერთად უკვე გერმანიაში მიფრინავს. ამის მერე კიდევ რამდენიმე კურსის ჩატარებაში დახმარების შესახებს გვიკავშირდება ირაკლი ღარიბაშვილი. დასრულდა 9-თვიანი მკურნალობის კურსი. ერთი წლის თავზე პატარა საკონტროლო გასინჯვაზე კვლავ ჩაიყვანეს გერმანიაში და იქიდან ოჯახი უბედნიერესი დაბრუნდა.
ლეიკემიის კვალი სრულიად გამქრალიყო. ახლა ჩენი პატარა უკვე 8 წლისაა. და რაც მთავარია, სრულიად ჯანმრთელია", - წერს ეკა ებრალიძე.
წყარო:ivanishvili.ge