logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: პრეზიდენტს მკაცრი რეაგირება ექნებაო, ბატონ მიხას ვექილმა თქვა, კაცო, განა ვიღაცამ, განა რიგითმა?!
- +

1 დეკემბერი. 2021. 22:59

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ბატონი მიხა იმუქრება, ხვალ იმნაირი სიტყვა უნდა წარმოვთქვა, ქვას რომ გახეთქავს, ფარდის ამხდელი რომ იქნება და ნიღბის ჩამომგლეჯიცო!

 

ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით, სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს, ღვიძლში ფერმენტები აქვს მომატებული. იმედია, ამ მაჩვენებელს ექიმები დაარეგულირებენ.

დიახ, რასაკვირველია, უნდა დაარეგულირონ, თორემ შესაძლებელია, ფერმენტების მომატებამ შუა პროცესის დროს ტრაწიანობა გამოიწვიოს.

ადვოკატი თუთბერიძე აცხადებს, რომ დღეს ბატონ მიხას მისი ვაჟი - ედუარდი უნდა შეხვდეს, ის ხელისუფლებას მოუწოდებს, ედუარდ სააკაშვილს მამის მოსანახულებლად ხელოვნური ბარიერები არ შეექმნას, თორემ პრეზიდენტს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.

 

ააახხხხხყყყყ!

გაიგონეთ? პრეზიდენტსაო! განა ყოფილსაო? წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს მკაცრი რეაგირება ექნებაო.

რეაგირებაო... თანაც მკაცრიო... უმკაცრესიო!

(ბეჭებზე ბუზი არავის დაახატოს!!!)

ექიმები - აჯმები, ჟუუურრრრნალისტები - აჯმები, ამდენ აჯამ  ,,ადუკანტს" სად პოულობენ?!

 

არა, პრეზიდენტს მკაცრი რეაგირება ექნებაო.

ბატონ მიხას ვექილმა თქვა, კაცო, განა ვიღაცამ, განა რიგითმა?!“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner