logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: რო ადიხარ, სად ადიხარ, შე ტვინდაფანტულო?!
- +

1 დეკემბერი. 2021. 23:00

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ბესიკ თამლიანის განცხადებას ეხმაურება.

 

„სინამდვილეში ყველაფერი იყო ასე!

 

1942 წლის შემოდგომა იდგა. ჟინჟღლავდა. მელიტონ ქანთარიამ გადაწყვიტა, დროშა აეტანა რაიხსტაგზე. მესამე სართულზე იყო, როცა ბესიკ თამლიანი წამოეწია და წართმევა დაუპირა. შეიქმნა ძიძგილაობა.

ბატონმა მელიტონმა პირდაპირ უთხრა: ბიჭო, არ გრცხვენიაო?!

ამან, ამ დებილმა, რისი უნდა მრცხვენოდეს, შენ რა, მიშაზე მაგარი ხარო?

მიშა ვინ არიო?

ჰმ... აი, შენ ეგეც არ იცი, რო დაგარტყამს, ამერიკაში გაგაფრენს, მაიტა დროშა, თორემ დაგხვრიტე აქვე, ისედაც ორი გვამი მაქ მისატანი ვანოსთან და მერე პარლამენტში ვარ შესავარდნიო.

მიაგდო დროშა მელიტონა პაპამ, რა უნდა ექნა?

ამან, ამ თამლიანმა კი აიტანა დროშა, მაგრამ აღმართვა აღარ აცალეს. მესამე რაიხის წარმომადგენლებმა წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს.

ღირსიც იყო... რო ადიხარ, სად ადიხარ, შე ტვინდაფანტულო?!

ფუუჰ!!!“, - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner