logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ენმ-ზე : ისინი არ აპირებენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - "დიდი ბოდიში!" - არის ჩვენი პასუხი
- +

1 დეკემბერი. 2021. 23:50

 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კეთილი ნება გამოიჩინოს, საჭიროა ოპოზიციამ თანამშრომლობის სურვილში დაარწმუნოს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიციის მესიჯს, რომ ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის დროს ჩაერთვებიან:

 

"საჭიროა, რომ ოპოზიციური პარტიები დასხდნენ პარლამენტში და მათ უნდა აჩვენონ განგრძობითად რაღაც რაციონალური პერიოდის განმავლობაში, რომ მათ სურთ ჩაერთონ საპარლამენტო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ყველაფერს სჭირდება დამტკიცება. მათ უნდა შეცვალონ თავისი დღის წესრიგი, რიტორიკა, უნდა თქვან უარი რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, აქციებზე, როგორი მცირერიცხოვანიც არ უნდა იყოს ეს ყველაფერი.

 

ამის შემდეგ უნდა ჩაერთონ საპარლამენტო ცხოვრებაში და დავუკვირდეთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მათი მესიჯი იყო, რომ ისინი არ აპირებდნენ ჩართვას საპარლამენტო ცხოვრებაში, ერთადერთი, რაშიც მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს არის კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - "დიდი ბოდიში!" - არის ჩვენი პასუხი ამაზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner