logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის
- +

2 დეკემბერი. 2021. 00:04

 

 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნას, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი თეორიულადაც კი არ უშვებს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" ისაუბრა.

 

"ჩვენ თეორიულადაც არ ვუშვებთ რიგგარეშე არჩევნებს და ეს ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის. კონსტიტუციაში მომდევნო არჩევნებთან დაკავშირებით ჩანაწერი შეიცვლება და ჩაიწერება, რომ ბარიერი ამოქმედდება 2024 წლიდან, ამ შემთხვევაში კი, საერთოდ ეკარგება აზრი თეორიულადაც კი რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ კი, იმისათვის, რომ თეორიული საბაბიც არ დავუტოვოთ ოპოზიციას იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებზე ისაუბრონ, ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ საერთოდ არ შეეხოს კონსტიტუციური ჩანაწერი რიგგარეშე არჩევნებს.

 

რიგგარეშე არჩევნები რომც ჩატარდეს თეორიულად, ამ შემთხვევაში ეს ჩატარდება იგივე სისტემით, რაც 2020 წელს გვქონდა 1%-იანი ბარიერით, ამ შემთხვევაში კი, ეს პარლამენტი აირჩევა 2 წლის ვადით. 2022 წელს რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, 2024 წლამდე ექნება მას უფლებამოსილების ვადა. იგივე სისტემით არჩეული 2 წლიანი პარლამენტი კი, ბუნებრივია არავისთვის არ იქნება საინტერესო, მათ შორის არც ოპოზიციისთვის", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner