„გავახსენებ საზოგადოებას ერთ-ერთ ცნობილ ჩანაწერს, თუ როგორ ხოტბას, დიდებას და ქებას ასხამდა ჩვენს კოლეგას, ამიტომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონო მაკა, გულის სიღრმეში დღესაც უყვარხართ, ამიტომ, ამაზე დიდად გული არ გაიტეხოთ. ქალბატონ სალომეს რაღაც დასჩემდა, ყოველდღე არჩევს ერთ ადამიანს უმრავლესობაში და აკრიტიკებს“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი, პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილის კომენტარს, როდესაც მან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მაკა ბოჭორიშვილს არაკორექტულად მიმართა.
როგორც ამილახვარმა განაცხადა, მათ კარგად ესმით, რომ ოპოზიციის საქმე არის კრიტიკა, თუმცა დაუმსახურებულ კრიტიკას არ მიიღებენ.
„ოპოზიციის საქმე არის კრიტიკა, ჩვენ ნებისმიერ ობიექტურ კრიტიკას მივიღებთ, ნებისმიერს, მაგრამ ვერ მივიღებთ დაუმსახურებელ კრიტიკას. ცხადია, ახლა აქ მჯდომ კოლეგებს ეს არ ეხებათ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.