logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა
- +

2 დეკემბერი. 2021. 01:10

 

„სააკაშვილი თავიდან ბოლომდე კრემლს ემსახურებოდა“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

„მიხეილ სააკაშვილი ემსახურებოდა კრემლს თავიდან ბოლომდე, მაგრამ პიარი ხომ მთავარია, სააკაშვილის გაგებით პიარი არის მსოფლიოში მთავარი ძალა. მიშას სიტყვებია, „ჩვენს დროში მთავარია „ტელეკარტინკა“. „ტელეკარტინკას“ რომ დადგამ, მერე რაც გინდა ის ქენი“. როგორ დაერქვა გახმაურებულ საქმეს „პიჯაკების საქმე“ - როდესაც ეს საქმე დაიბეჭდა პრესაში, ადმინისტრაციიდან შემოვიდნენ მანქანები კანცელარიასთან და მისაღებში რიგით თანამშრომლებს ესროლეს პიჯაკები, აი თქვენი პიჯაკები, პრეზიდენტმა დაგიბრუნათ-ო. ამ ყველაფერს იღებდა „რუსთავი2“. უცხოელი დიპლომატები ხედავდნენ იმ სურათს, რასაც სააკაშვილის ლობისტები აწვდიდნენ მათ“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner