logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე სააკაშვილზე: ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს არ გააჩნია დანაშაულის შეგრძნება
- +

2 დეკემბერი. 2021. 03:00

 

 

„ყიფშიძემ ვეღარ მოითმინა და თქვა, რომ სააკაშვილთან ფსიქოლოგიც საჭიროა და ფსიქიატრიც. ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს დაბადებიდან არ გააჩნია საერთოდ მორალური ემოცია“, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, ყველა სერიული მკვლელი ფსიქოპათია, არც ერთი არასდროს არაფერს ინანიებს.

 

„კავსაძესთან ერთად ვმუშაობდით და 1992 წელს, გიორგი ბარამიძემ წაიყვანა ზურაბ ჟვანიასთან, გააცნო მას ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანი. მე გავაფრთხილე ჟვანია, რომ პრობლემები არის და ამ მომენტში უკვე რამდენიმე ქართველი ექიმი და ჩვენი ოჯახი ისეთი იყო, ექიმებს ვიცნობდი და გამაფრთხილეს, მათ იცოდნენ მისი ისტორია. ეს არის დაბადებით ჩამოყალიბებული ფსიქოპათი, რაც ერთადერთი სულიერი ავადმყოფობაა, როდესაც ადამიანს დაბადებიდან არ გააჩნია საერთოდ მორალური ემოცია, დანაშაულის შეგრძნება. შეგრძნება იმისა, რომ ვიღაცას რაღაც დაუშავა. ყველა სერიული მკვლელი ფსიქოპათია, არც ერთი არასდროს არ ინანიებს არაფერს. ფსიქოპათმა შეიძლება აღიაროს, რომ მას შეეშალა, მაგრამ ამას წლების შემდეგ განდიდების მანია დაემატა, რაზეც არაერთმა უცხოელმა სპეციალისტმა პირდაპირ დაწერა, რომ განდიდების მანია მძიმე ავადმყოფობაა“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner