logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: ეს არ არის „პიჯაკების საქმე“, ამ საქმეს ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ მასაჟების საქმე
- +

2 დეკემბერი. 2021. 10:10

 

„ეს არ არის „პიჯაკების საქმე“, ამ საქმეს ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ მასაჟების საქმე,“ - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ეხება.

 

„ამ საქმეს ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ სახელმწიფო ფულით ოჯახის წევრების განათლების დაფინანსების საქმე. შეგვიძლია დავარქვათ „ექიმი დოტის მასაჟების საქმე“. ასეთი ფაქტებისგან შედგება ეს საქმე და რატომღაც ეძახიან „პიჯაკების საქმეს“. ეს არის რეალობა, რომლის გამოც სააკაშვილს მოუწევს თავის მართლება როგორც პროკურატურის ასევე სასამართლოს წინაშე“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner