logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ვიმოქმედებთ აუცილებლად
- +

2 დეკემბერი. 2021. 11:10

 

 

„პატრიოტთა ალიანსი“ საჯარო პოლიტიკურ აქტივობას 17 დეკემბრიდან განაახლებს, როდესაც სამოქმედო გეგმას წარადგენს. ამ საკითხზე პარტიის მთავარმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში, გადაცემა „სტუდია #8“-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისინი მუდმივად მუშაობდნენ და არ გაჩერებულან, მიუხედავად იმისა, რომ საჯარო აქტივობები არ განუხორციელებიათ.

 

„მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, ვიმოქმედებთ აუცილებლად. ეს პერიოდი გაჩერებულები კი არ ვიყავით, ყოველდღიურად ვშრომობდით, მთელი პარტია, პოლიტსაბჭო, მუშაობს განუწყვეტლივ, რომ გამოვიდეთ 17 დეკემბერს და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი მოქმედების გრძელვადიანი გეგმა. 17 დეკემბერს შევიკრიბებით, ჩავატარებთ ბრიფინგს და “პატრიოტთა ალიანსი” საზოგადოებას გააცნობს ჩვენი პარტიის მოქმედების გეგმას, ვარწმუნებ ყველას, რომ გზა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას, არის სამართლიანი“, – განაცხადა პარტიის მთავარმა მდივანმა ირმა ინაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner