„საკუთარ მეგობარს რომ სასიკვდილოდ გაწირავ, სხვას რას უზამ?! მანიაკია ტიპი, დღესაც ანალოგიურად უკანმოუხედავად გაწირავდა ნებისმიერს, ხელისუფლებაში რომ იყოს... არაფერი შეცვლილა, იგივე რიტორიკა, იგივე უტიფრობა“, - ამის შესახებ ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე წერს.
„რა სიმბოლურია... დღეს კობა დავითაშვილის გარდაცვალების დღეა და თან მთავარ „მაოხრებელ გზირს“ სასამართლო აქვს. საკუთარ მეგობარს რომ სასიკვდილოდ გაწირავ, სხვას რას უზამ?! მანიაკია ტიპი, დღესაც ანალოგიურად უკანმოუხედავად გაწირავდა ნებისმიერს, ხელისუფლებაში რომ იყოს... არაფერი შეცვლილა, იგივე რიტორიკა, იგივე უტიფრობა... ნეტა რა უნდა თქვას? დიდი მიზნები მქონდა და ერთი-ორი კაცის სიკვდილი რა მოსატანია „ტიტანურ“ რეფორმებთანო?! ან ერთი ასიათასლარიანი ბოტოქსი რა პრობლემაა, როცა რუსეთს მკერდით ვაკავებდიო?! გარეთ კი ნორჩი ლენინელები შეიკრიბებიან და წინ ბიუჯეტის „ვირთხა“ უგულავასთან ერთად პოლიციას გაუწევენ წინააღმდეგობას... მერე „მდედრიონი“ წყევლა-კრულვაზე გადავა და ალბათ თაკო ჩარკვიანიც დაგვმოძღვრავს... მოკლედ, დღეს კიდევ ერთ „იდიოტოკრატიას“ ვიხილავთ“, - წერს facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.