logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება - რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის
- +

2 დეკემბერი. 2021. 11:33

 

 

„რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის“,- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე საუბრისას.

 

მისი თქმით, სავარაუდოდ, ექს-პრეზიდენტი დღესაც ეცდება, სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გააკეთოს.

 

„სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა. თუმცა, მიმაჩნია, რომ რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი ახლა და რატომ გამოიტანა თავის დროზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. სასამართლო დღეს სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეს განიხილავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner