თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმის განხილვა დაიწყო. საქმეზე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თემურ ჯანაშია არიან ბრალდებულები.
სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. ის ცოტა ხნის წინ მიიყვანეს სასამართლოში.
მოსამართლემ ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, სხდომას მედიის წარმომადგენლები დაესწრონ.