logo_geo
eng_logo
“ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე, პროკურატურა იყო სრულიად უტყუარი და დადგენილი გარემოებები მივაწოდეთ საზოგადოებას”
- +

1 აგვისტო. 2016. 00:38

 

 

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არის ჩატარებული.

 


როგორც შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა იმედის დღოში აღნიშნა, ამ საქმეში პროკურატურა იყო სრულიად ღია და უტყუარად დადგენილი გარემოებები მიაწოდა საზოგადოებას.

 

„ეს გამოძიება არის სრულყოფილად ჩატარებული. უპრეცედენტო რაოდენობის საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული. ყველა ეჭვი რაც კი არსებობდა არის გადამოწმებული. ასეულობით ადამიანი არის დაკითხული. და ჩატარებულია არაერთი ექსპერიმენტი რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ იმ მანქანაში შეუძლებელია სხვა ადამიანი ყოფილიყო. ოჯახის წევრები და ადვოკატები ჩართულნი იყვნენ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას. შესაბამისად, ამ საქმეში პროკურატურა იყო სრულიად ღია და უტყუარად დადგენილი გარემოებები მივაწოდეთ საზოგადოებას", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner