მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად არის ჩატარებული.
როგორც შოთაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადაცემა იმედის დღოში აღნიშნა, ამ საქმეში პროკურატურა იყო სრულიად ღია და უტყუარად დადგენილი გარემოებები მიაწოდა საზოგადოებას.
„ეს გამოძიება არის სრულყოფილად ჩატარებული. უპრეცედენტო რაოდენობის საგამოძიებო მოქმედებები არის ჩატარებული. ყველა ეჭვი რაც კი არსებობდა არის გადამოწმებული. ასეულობით ადამიანი არის დაკითხული. და ჩატარებულია არაერთი ექსპერიმენტი რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ იმ მანქანაში შეუძლებელია სხვა ადამიანი ყოფილიყო. ოჯახის წევრები და ადვოკატები ჩართულნი იყვნენ საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას. შესაბამისად, ამ საქმეში პროკურატურა იყო სრულიად ღია და უტყუარად დადგენილი გარემოებები მივაწოდეთ საზოგადოებას", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.