logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ველოდებით ორივე ნათელ-მირონისათვის 7-დან 11 წლამდე განაჩენს
- +

2 დეკემბერი. 2021. 13:13

 

 

„დღეს სააკაშვილის ნათელ-მირონი, ასევე, „გენერალი“ ჯანაშია, თავისი ნათესავის ოჯახსა და საახლობლო წრეზე, საკუთარი განკარგულებითა და ხელმოწერით დახარჯულ საბიუჯეტო 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე - იმაზე არანაკლებად სამარცხვინო განმარტებებს აკეთებდა, ვიდრე ამ გაფლანგული თანხების მიზნობრიობა წარმოადგენდა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

 

„რამდენიმე წლის წინ, აშშ-ს თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მსხვილი ავიაშენაერთის მეთაური, გენერალი თომას გრიფითი, ჯერ წოდებაში დააქვეითეს, ხოლო შემდგომ შეიარაღებული ძალების რიგებიდან საერთოდ დაითხოვეს მხოლოდ იმის გამო, რომ მან საკუთარ შეყვარებულ ქალბატონთან სატელეფონო საუბრების თანხა (20 დოლარი) შტაბის ფინანსების ხარჯზე დაფარა. გენერალ გრიფითის დაქვემდებარებაში 43 ათასი ხელქვეითი იყო, თუმცა პენტაგონმა გადაწყვიტა, რომ ოფიცერთა კორპუსში ზნეობრივი პრინციპებისა და სიმტკიცის შენარჩუნებისათვის, აუცილებელი იყო მსგავსი „მსხვერპლშეწირვა“. დღეს სააკაშვილის ნათელ-მირონი, ასევე „გენერალი“ ჯანაშია, თავისი ნათესავის ოჯახსა და საახლობლო წრეზე, საკუთარი განკარგულებითა და ხელმოწერით დახარჯულ საბიუჯეტო 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე - იმაზე არანაკლებად სამარცხვინო განმარტებებს აკეთებდა, ვიდრე ამ გაფლანგული თანხების მიზნობრიობა წარმოადგენდა. სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს თემა ასევე სააკაშვილის დედას, რომლისთვისაც გადასახადების გადამხდელთა 9 მილიონი ლარი „მზესუმზირას“ ფულსაც კი არ წარმოადგენს და ის გულწრფელად გაკვირვებულია, მის „დედის ბუშტს“ ამ „ხურდა ფულს“ რატომ ედავებიან.

 

დეტალებში, დოკუმენტურად, თანხობრივად გაჯერებული ასეთი მტკიცებულებების ბაზა სასამართლო განხილვებისას იშვიათია ხოლმე და რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ორივე ნათელ-მირონისათვის 7-დან 11 წლამდე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას. მით უმეტეს, ამ პროცესის განახლების ისეთ სიმბოლურ დღეს, როდესაც ნათელ-მირონთა მეორე წყვილიდან - ერთია მკვლელი და განსასჯელთა სკამზე ზის, ხოლო მისი მსხვერპლი - ზეცაშია და დღეს მისი გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წელია გასული“, - წერს ქართველიშვილი faceboook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner