logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ეს კაცი ნელი, ტანჯული სიკვდილით მოკლეს მისივე შვილის ნათლიის სააკაშვილის დავალებით
- +

2 დეკემბერი. 2021. 13:17

 

 

„სააკაშვილი არის მე-20-საუკუნის სამხრეთ ამერიკის ტიპიური დიქტატორების განსახიერება, ოღონდ ერთი განსხვავებით, ეს 21-ე საუკუნეში უფრო „ცივილიზებულად“ კლავდა ადამიანებს და ოპონენტებს ვიდრე ისინი, რომლებიც ვერტმფრენიდან ყრიდნენ ცოცხალ ოპოზიციონერებს ნიანგებით სავსე ტბებში და შემდეგ ზემოდან ცქერით ტკბებოდნენ, როგორ გლეჯდნენ ცხოველები ადამიანებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაზარალებულ ადამიანებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს კობა დავითაშვილის ფოტოს, რომლის გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა.

 

„ეს კაცი ნელი ტანჯული სიკვდილით მოკლეს მისივე შვილის ნათლიის მიხეილ სააკაშვილის დავალებით!

 

და ეს დავალება შეასრულებინა მის მიერვე შექმნილი სისტემის დაქირავებულ სახელმწიფო მკვლელებს!

 

სააკაშვილი არის მე-20-საუკუნის სამხრეთ ამერიკის ტიპიური დიქტატორების განსახიერება, ოღონდ ერთი განსხვავებით, ეს 21-ე საუკუნეში უფრო „ცივილიზებულად“ კლავდა ადამიანებს და ოპონენტებს ვიდრე ისინი, რომლებიც ვერტმფრენიდან ყრიდნენ ცოცხალ ოპოზიციონერებს ნიანგებით სავსე ტბებში და შემდეგ ზემოდან ცქერით ტკბებოდნენ, როგორ გლეჯდნენ ცხოველები ადამიანებს! მიხეილ სააკაშვილმა დანერგა სისტემა, რომელიც სულიერად და მორალურად ანადგურებდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს! ამიტომაც მან პასუხი უნდა აგოს საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე კანონის მთელი სიმკაცრით!“ - წერს გვენეტაძე facebook-ზე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner