„Black Sea Arena" - დარბაზი, რომელიც ძალიან ბევრს შესაძლებლობას იძლევა. ამ თემაზე ტელეკომპანია GDS-ის „შუადღეში" კომენტარს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი აკეთებს:
„არ მახსოვს, რომელიმე ქვეყანაში კომპანიას სახელმწიფოსთვის მსგავსი საჩუქარი გაეკეთებინოს. ეს ძალიან სასიხარულოა, მითუმეტეს შოუბიზნესში მოღვაწეებისათვის. ვისაც ოდნავი შეხება მაინც აქვს შოუბიზნესთან, ეს მათთვის არის ხელ-ფეხის გახსნა, რადგან დარბაზი ძალიან ბევრ საშუალებას იძლევა, ყველაფერი გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ამ დარბაზამდე ძალიან რთული იყო კარგი იდეების განხორციელება. აპარატურა, რომელიც რობი უილიამსის და „MAROON 5"-ის კონცერტების შემთხვევაში უცხოეთიდან შემოვიდა, 50-60%-ის შემოტანა აღარ დაგვჭირდება, რაც გააიაფებს აღნიშნულ პროექტებს", -აღნიშნა კანდელაკმა.