logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: 2 დეკემბერს კობა დავითაშვილი დაიღუპა, სიმბოლურია, რომ დღეს განსასჯელის სკამზეა სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი
- +

2 დეკემბერი. 2021. 13:39

 

„შარშან, ზუსტად 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა. ის გახლდათ საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი. კობა დავითაშვილი ჯალათი ნაცრეჟიმის მიერ სასტიკად იყო ფიზიკურად და მორალურად განადგურებული და შერყეული ჯანმრთელობით დიდხანს ვერ იცოცხლა“, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

როგორც ანალიტიკოსი წერს, ექსპრეზიდენტის მიმდევრების მიერ მისი კრიმინალური საქმეების ჩამონათვალის გაუბრალოების მცდელობა ფუჭია.

 

„შარშან, ზუსტად 2 დეკემბერს, კობა დავითაშვილი დაიღუპა. ის გახლდათ საქართველოს ხალხის პარტიის ლიდერი, პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატი. კობა დავითაშვილი ჯალათი ნაცრეჟიმის მიერ სასტიკად იყო ფიზიკურად და მორალურად განადგურებული და შერყეული ჯანმრთელობით დიდხანს ვერ იცოცხლა. ნიშანდობლივად სიმბოლურია, რომ დღეს, განსასჯელის სკამზეა სისხლიანი რეჟიმის მთავარი შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი. რა ტრაგედიაა, რომ კობა დავითაშვილის ერთ-ერთი შვილი, თორნიკე სააკაშვილის ნათლულია. ექსპრეზიდენტის მიმდევრების მიერ მისი კრიმინალური საქმეების ჩამონათვალის გაუბრალოების მცდელობა ძალიან ფუჭია. კანონი და სამართალი აუცილებლად ბოლომდე იტყვის თავის სათქმელს სააკაშვილთან მიმართებით“, - წერს ანალიტიკოსი facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner