logo_geo
eng_logo
წელს პირველად, აჭარის მთავრობამ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის დაფინანსება დაიწყო
- +

2 დეკემბერი. 2021. 13:42

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გულის ტრანსპლანტაციის პროგრამით ფარგლებში დაფინანსებული  როლანდ ნოღაიდელი მოინახულა.

 

აჭარის მთავრობამ  გულის ტრანპლანტაციის დაფინანსება წელს პირველად დაიწყო.

 

როლანდ ნოღაიდელი, პირველია ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლა.

 

პროგრამის ფარგლებში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, თითოეული პაციენტი 200 000 ლარით ფინანსდება. დაფინანსების პროცესში ჩართულია აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო. დაფინასებით აჭარაში წელს ორმა პაციენტმა ისარგებლა ორმა პაციენტმა, ორივე მათგანის ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

 

აჭარის მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, ამჟამად გულის გადასანერგად კიდევ ერთი პაციენტი გაემგზავრა.

 

აჭარის მთავრობა გულის ტრანსპლანტაციასთან ერთან აფინანსებს ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვას როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის კლინიკებში. ტრანსპლანტაციის  პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner