ექსპერტი გია აბაშიძე მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე სასამართლო პროცესს ეხმაურება, სადაც სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ პროცესზე სამი საათით ადრე მიიყვანეს და ფუჭად ხარჯვის დრო არ აქვს.
„ნუ გგონიათ სააკაშვილის ადვოკატებს, რომ მათი კლიენტის დაცვის სტრატეგია სწორია. ექს-პრეზიდენტი ისეთ არარაციონალურ განცხადებებს აკეთებს, რომ უფრო მეტად იზიანებს თავს მომხრეების თვალში. სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივაზე რა ისმის, ჩატარდა ყოფილი პრეზიდენტის ფსიქიატრიული შემოწმება? რა შედეგებია, თუ ჩატარდა ასეთი კვლევა? ცალკე ნიკა გვარამიას ისტერიული გამოხდომები, რომლებიც არაფრის მომტანია. ეს დესტრუქციული ენთუზიაზმი ტელესტუდიაში გააგრძელოს და არა სასამართლოს შენობაში!“ - წერს აბაშიძე Facebook-ზე.