logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: სააკაშვილმა დღეს თავის პირით ჩაუშვა ყოფილი მეუღლე სანდრა და აღიარა მასთან ერთად ჩადენილი დანაშაული
- +

2 დეკემბერი. 2021. 15:34

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმიანება და წერს, რომ ეს არის ამ ფეიკ-მოშიმშილის და პოლიტიკური შარლატანის ნამდვილი სახე.

 

„სააკაშვილმა დღეს თავის პირით ჩაუშვა მისი ყოფილი მეუღლე სანდრა და აღიარა მასთან ერთად ჩადენილი დანაშაული! მან ასევე დაადასტურა, რომ ტაილანდში მეგობრებთან დროს ატარებდა ბიუჯეტის ხარჯზე! 26 მაისის სისხლიანი ღამე კი პოლიციელებს გადააბრალა! ეს არის ამ ფეიკ-მოშიმშილის და პოლიტიკური შარლატანის ნამდვილი სახე!“- წერს გვენეტაძე.

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვის საქმეში მითითებული ხარჯების დიდი ნაწილი არის მისი ყოფილი მეუღლის, სანდრა რულოვსის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner