logo_geo
eng_logo
პროკურორი: დღეს მოვისმინეთ ბრალდებულ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა-პროცედურებსა თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად მოიხმარდა
- +

2 დეკემბერი. 2021. 17:14

 

 

პროკურორ გიორგი მუჯირის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავადვე დაადასტურა, რომ ბიუჯეტის თანხებს პირადი და გარშემომყოფების კეთილდღეობისთვის ხარჯავდა.

 

„დღეს ჩვენ გვქონდა განხილვა სააკაშვილის კორუფციული ბრალდების შესახებ საქმის, რომელიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას. საქმეში 49 ბაინდერადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ასახავს მიხეილ სააკაშვილ სააკაშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის კომფორტის შესაქმნელად გახარჯულ თანხებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებით, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა-პროცედურებსა თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თავად მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც მისი გადაწყვეტილება იყო და ამის ახსნა მხოლოდ ერთი სიტყვა იყო - „ეკუთვნოდა“. რეალურად კი, ამ დანახარჯს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა“, - აცხადებს პროკურორი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner