პროკურორ გიორგი მუჯირის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავადვე დაადასტურა, რომ ბიუჯეტის თანხებს პირადი და გარშემომყოფების კეთილდღეობისთვის ხარჯავდა.
„დღეს ჩვენ გვქონდა განხილვა სააკაშვილის კორუფციული ბრალდების შესახებ საქმის, რომელიც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარის გაფლანგვას. საქმეში 49 ბაინდერადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ასახავს მიხეილ სააკაშვილ სააკაშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის კომფორტის შესაქმნელად გახარჯულ თანხებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ამ განცხადებით, ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ სპა-პროცედურებსა თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თავად მოიხმარდა, შვილის სწავლის დაფინანსებაც მისი გადაწყვეტილება იყო და ამის ახსნა მხოლოდ ერთი სიტყვა იყო - „ეკუთვნოდა“. რეალურად კი, ამ დანახარჯს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა“, - აცხადებს პროკურორი.