„სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ჩვენ უამრავი ტყუილი მოვისმინეთ“, - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მუჯირმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ექსპრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ განცხადებებზე განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი. მაგალითად, ტაილანდში, სადაც დასვენება ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 ათასი ლარი, თითქოს, რაიმე სახელმწიფო ინტერესს ემსახურებოდა“, - განაცხადა მუჯირმა.