ირაკლი შიხიაშვილის ინიციატივით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ზაზა მესხი 97 წლის თინათინ ხელაშვილს ესტუმრა.
მეორე მსოფლიო ომის ვეტერან თინათინ ხელაშვილს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. ზაზა მესხმა ქალბატონ თინას დამდეგი 8 მარტი მიულოცა, მადლობა გადაუხადა ქვენისადმი თავდადებისა და ერთგულებისათვის.