„ოპოზიცია თვითონაც კარგად ხედავს, რომ არაფრის რესურსი არა აქვს, რაც ადვილი პროგნოზირებადი იყო“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არა აქვთ არაფრის რესურსი, მათ შორის არც ქუჩის რესურსი და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იცვლება მათი რიტორიკაც. ისინი ხედავენ, რომ ხელი მოეცარათ ყველაფერში - არჩევნებში, ქუჩაში. აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ლოგიკური იქნებოდა საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა - ეს არის ჩვენი მოწოდება, თუმცა ხედავენ, რომ ამის რესურსიც არა აქვთ. ამასაც სჭირდება თავისი რესურსი, მაგალითად, ინტელექტუალური და თქვენ იცით, როგორი ინტელექტუალური რესურსით გამოირჩევა „ნაცმოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია“, - განაცხადა კობახიძემ.