logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები
- +

2 დეკემბერი. 2021. 18:10

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. პიჯაკების საქმეში უმძიმესი კორუფციული დანაშაულებია.

 

მისი თქმით, სააკაშვილს უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე.

 

„თქვენ თუ ხვდებით, რა სისულელეებს ლაპარაკობს ეს კაცი?! ე.წ. პიჯაკების საქმეში არის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები. მათ შორის დღეს საუბრობდა შვილთან დაკავშირებით და იმით დაასაბუთა კორუფციული სკანდალი შვილის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ მისი შვილი არის ნიჭიერი. ჩვენ ახლა შევაგროვებთ დეპუტატების ნიჭიერი ბავშვების სიას და დავაფინანსებთ სკოლის გადასახადს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. მას უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და მან პასუხი უნდა აგოს ამ დანაშაულებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner