logo_geo
eng_logo
კასპის მერიაში საქველმოქმედო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
- +

2 დეკემბერი. 2021. 18:11

 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „LDS charities“-ის,  საქველმოქმედო ორგანიზაციის „საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ და „ააიპ კასპის შშმ პირთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, მხარეებმა  გამოთქვეს მზაობა მუნიციპალიტეტში მოქმედი   სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების  და მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის ტექნიკური აღჭურვილობის საჭიროებებით უზრუნველყოფაზე.

 

შეხვედრის შემდეგ ესტუმრნენ კასპში მოქმედ სოციალურ საწარმო „წნულს“ და კასპში  მცხოვრებ ეტლით მოსარგებლე 18 მოქალაქეს, დონორი ორგანიზაცია „LDS charities“-ის მიერ შეძენილი სწორად მორგებული ეტლები უსასყიდლოდ  გადასცეს.

 

ვახტანგ მაისურაძემ კიდევ  მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე ზრუნვის და სამომავლო თანამშრომლობისათვის. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner