„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულება გააფორმა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლები არიან: ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეული, გიორგი ქათამიძე, ნაგომარის ადმინისტრაციულ ერთეული, მიხეილ ცქვიტიშვილი, სილაურის ადმინისტრაციულ ერთეული, გიზო გოგუაძე, ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეული, ირაკლი ჩავლეშვილი.
„თითოეულ კანდიდატთან განვიხილე რა იქნება მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები: ყოველდღიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან, პრობლემების დროული მოგვარება და სოფლებისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე აქტიური მუშაობა“, - განაცხადა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები და განხილვები სრულდება. მერის წარმომადგენლების და მათი თანაშემწეების პოზიციებზე მიმდინარეობს დანიშვნების პროცესი და ახლო მომავალში გახდება ცნობილი.