logo_geo
eng_logo
გიორგი გაბედავა: პატიმრების იმედი იყო კოტე - საშინელი ტრაგედია დატრიალდა
- +

2 დეკემბერი. 2021. 19:17

 

 

გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ციხეში როცა ვიყავით რადიო „ობიექტივს“ ვუსმენდით ხოლმე ჩუმად... კოტე ინაშვილს მიჰყავდა გადაცემა, საიდანაც პატიმრებს მოიკითხავდა, ამხნევებდა, მწამებლებს ამხელდა, პატიმრების ოჯახის წევრებს აძლევდა საშუალებას მოეკითხათ პატიმრები... პატიმრების იმედი იყო კოტე.

საშინელი ტრაგედია დატრიალდა ვუსამძიმრებ კოტეს ოჯახს და მეგობრებს. ყველა იმ პატიმარს ვუსამძიმრებ ვისთვისაც კოტეს გადაცემა იმედის მომცემი იყო...

უკეთილესი და უკარგესი ადამიანი დავკარგეთ. ღმერთმა გაცხოვნოს ძმაო! შეხვედრამდე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner