logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ფაქტობრივად, ბრალის აღიარება მოვისმინეთ
- +

2 დეკემბერი. 2021. 20:19

 

 

„ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალის აღიარება მოვისმინეთ. როგორც ჩანს, ჯერ ვერ აცნობიერებს, რომ ეს არის დანაშაული“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას ელოდება.

 

„{სააკაშვილმა} დაადასტურა ის, რომ საკუთარი შვილის {სწავლის} საფასური გადაიხადა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კოსმეტიკური ღონისძიებებისთვის საბიუჯეტო თანხებს იხდიდა. ფაქტობრივად, ყველა ის ხარჯი დაადასტურა, რომელიც გაწეული იყო. ახლა ერთი ნაბიჯი დარჩა, დაადასტუროს, რომ ეს იყო დანაშაული. მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აფხაზეთს აღიარებდა? მისი ახსნა ყოველგვარ ზღვარს სცდება. ველოდები როდის გამოეხმაურებიან ამას ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციის საკითხებით არიან დაკავებული და ბოლოს და ბოლოს ამას თავის სახელს დაარქმევენ – ეს არის კორუფცია, კორუფციული სქემა. საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner