logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა
- +

2 დეკემბერი. 2021. 20:41

 

 

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი  ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს  მიხაელ ლინჰარტს შეხვდა.  ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

 

„მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ავსტრიას შორის ბოლო პერიოდში გააქტიურებული ურთიერთობები, რომელის გამოხატულება იყო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

 

ამ მხრივ, განსაკუთრებით გაესვა ხაზი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, შესაბამისი ბიზნეს დელეგაციების გაცვლის და კონტაქტების დამყარების ხელშეწყობის მხრივ, ასევე აღინიშნა საქართველოში უკვე არსებული ავსტრიული კომპანიების და ავსტრიული ინვესტიციების მნიშვნელობა. დავით ზალკალიანმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ავსტრიის განვითარების ფონდის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის.  ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ავსტრიას საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner