logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია…
- +

2 დეკემბერი. 2021. 22:20

 

 

„მე ვიყავი უკანასკნელი, ვინც ნახა გიორგი სანაია. მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავი. ჟურნალისტები დავპატიჟე პიკნიკზე, სადღაც გავედით და უკან რომ მოვდიოდით, მივიყვანე სახლში. აქედან რამდენიმე საათში გავიგე, რომ აღარ იყო“,  – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე, ბრალდებულმა სსაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სხდომათა დარბაზში განაცხადა.

 

“გიორგი სანაიას გაპამპულავებული ვყავარ, ერთ-ერთი, ვინც ერთხელ ყველაზე მეტად მაპამპულავა და მაბურთავა ტელევიზორში, იყო ეგ. ეს უბრალოდ გავიხსენე, რადგან ხანდახან ატრიალებენ ხოლმე ამას, როგორ მათამაშებს, დამცინის და მათ შორის, შენი პიჯაკი რა ღირს და ეგეთ რაღაცებს მეკითხება. მე ავყევი ამ პროვოკაციებში. იმის შემდეგ ცოტა დავბრძენდი და სხვების პროვოკაციებს არ ავყვები პიჯაკებზე, მაგრამ ჩემთვის მართლა იყო დიდი პატივი, რომ მას ვიცნობდი” , – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner