ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განაცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ის იყო უკანაკსნელი ადამიანი, რომელმაც ჟურნალისტი გიორგი სანაია ნახა.
„ამდენი წლის მანძილზე, არსად არასდროს არ თქმულა, რომ გიორგი სანაია მკვლელობის ღამეს სახლში სააკაშვილმა მიიყვანა. არც გამოძიებაშია დაფიქსირებული, ჭორადაც კი არ გავრცელებულა და ხედავთ რაები მოყვა ტიპმა - ბოლოს მე ვნახე წვეულებაზე ვიყავით და მე წამოვიყვანე მანქანით მაშინ იუსტიციის მინისტრი ვიყავიო. ხოდა დასკვნები აწი თქვენ გააკეთეთ. ფინიტა ლა კომედი!“, - წერს ნინო ჯღარკავა.