დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ხუთყველაზე პოპულარული მრავალხმიანი ანსამბლის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, მათ გამოხატეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ ქართული კულტურის და ქალაქური მრავალხმიანობის პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.
აღინიშნა, რომ ქართული მრავალხმიანობის და შემოქმედების ეს მიმართულება სარგებლობს მაღალი პოპულარობით და ყველაზე მოთხოვნადია ფოლკლორთან და ქართულ ქორეოგრაფიასთან ერთად.
თუმცა, პანდემიის და რიგი სხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ხერხდება ამ ადამიანების უშუალო კონტაქტი ჩვენს თანამემამულეებთან.
ანსამბლების წარმომადგენლებია მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სრულიად უსასყიდლოდ, ადგილსამყოფელ ქვეყნებში გამართონ კონცერტები, ასევე, საკვირაო სკოლებისთვის, სადაც არსებობს შესაბამისი პირობები, ჩაატარონ სპეციალური მასტერკლასები.
ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რომ კომიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკითხის მხარდაჭერა, რადგან დიასპორას ყველაზე მეტად ესაჭიროება ამ ტიპის შემოქმედებითი ბმა სამშობლოსთან, რაც არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ქართული იდენტობის შენარჩუნებასთან. მისივე თქმით, კომიტეტი მზად არის ამ ინიციატივის ავტორებს გაუწიოს მაქსიმალური დახმარება და უშუამდგომლოს შესაბამის სამინისტროებსა თუ სხვა სახელმწიფო უწყებებში