„თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, სააკაშვილს აქვს მოსახდელი და ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდა, ღირსეული საქციელია“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბოდიში უამრავი ადამიანის მიმართ აქვს მოსახდელი.
„გაურკვეველია და უცნაურია, რატომ აკეთებს ისეთ განცხადებებს, რასაც შემდეგ ჩვენი მოქალაქეების გულწრფელი აღშფოთება მოჰყვება. მე ვეტყვი, ვის უნდა მოუხადოს ბოდიში. ბოდიში უნდა მოუხადოს იმ უამრავ ადამიანს, ვისაც ციხეში არაადამიანურად მოექცა. აი, მათ უნდა მოუხადოს ბოდიში. ასევე, ბოდიში უნდა მოუხადოს ვალერი გელაშვილს, სანდრო გირგვლიანის ოჯახს, 26 მაისს დაზარალებულებისა და გარდაცვლილის ოჯახებს. უამრავ ადამიანს უნდა მოუხადოს ბოდიში. პირველ რიგში, უნდა აღიაროს ეს ყველაფერი. თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, მას აქვს ეს ბოდიში მოსახდელი და ბოდიშის მოხდა, ჩემი აზრით, ღირსეული საქციელია“, - განაცხადა იოსელიანმა.