logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული დღეა - საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა
- +

3 დეკემბერი. 2021. 01:49

 

 

„ჩვენთვის დღეს ისტორიული დღეა -  საქართველო პირველად აირჩიეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის  ძალიან დიდი გამარჯვება და დიდი აღიარებაა“, - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა მადრიდში გამართულ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველო, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად, 4 წლის ვადით გახდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

 

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გაიმყაროს პოზიციები საერთაშორისო ტურისტულ არენაზე და საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში.

 

„რა თქმა უნდა, ამით, ერთი მხრივ, მყარდება ჩვენი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მეორე მხრივ, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ქვეყანას შეეძლება ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც, რა თქმა უნდა,  ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის სწრაფად აღდგენას და გაძლიერებას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და წარმოადგენს მტო-ს მმართველ ორგანოს, რომელიც უზუნველყოფს ორგანიზაციის ეფექტურ მუშაობას და განიხილავს გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს. საქართველო თავისი სტრატეგიული  ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შეძლებს დაიცვას როგორც შავი ზღვის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების ინტერესები ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner