logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ჩხეტიანი: „Black Sea Arena“-ს სახელმწიფოსთვის გადაცემა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო
- +

1 აგვისტო. 2016. 02:38


 

Black Sea Arena"- მშენებლობისთვის დახარჯული თანხა 200 მილიონს ბევრად აღემატება. 200 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო ნაწილს მოიცავს", - განაცხადა ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა გადაცემა „20/30"-ში.


Black Sea Arena"- სახელმწიფოსთვის გადაცემა თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. მაშინ - როცა პროექტირება დაიწყო. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ქველმოქმედების ფაქტია და მას სათანადო შეფასება უნდა მიეცეს. ქართუ" კომერციული ორგანიზაცია არ არის და მის ძირითად ფუნქციას ქველმოქმედება წარმოადგენს. ფონდის ისტორია 20 წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში, ფონდი ინფრასტრუქტურულ და საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს და მისი საბოლოო ბენეფიციარი სახელმწიფო და ხალხია", - განაცხადა ჩხეტიანმა.


მისი თქმით, Black Sea Arena ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც ფონდმა „ქართუმ" განახორციელა და სახელმწიფოს გადასცა.


ფონდმა უამრავი პროექტი განახორციელა და სახელმწიფოს გადასცა. მხოლოდ ამ რეგიონში განხორციელებული პროექტებიდან, რაც ამ წუთში მახსენდება, არის ბათუმის დელფინარიუმი, გასართობი პარკიციცინათელა" და ყუმისთავის მღვიმე, რომელსაც შემდეგპრომეთეს მღვიმე" ეწოდა. „ქართუს" მიერ სახელმწიფოსთვის გადაცემული ობიექტები დღეს, წარმოუდგენლად მომგებიანია და ბიუჯეტს მილიონობით შემოსავალი აქვს", - განაცხადა ფონდ „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარემ.


როგორც მან აღნიშნა, ფონდ „ქართუს" მიერ განხორციელებული პროექტები რეგიონის განვითარების შესაძლებლობას ქმნის.


ფონდ ქართუს" მიერ განხორციელებულ სერიოზულ პროექტებს საინვესტიციო მაგნიტების ფუნქცია აქვს. არენა წარმოადგენს სიგნალს ნებისმიერი ინვესტორისთვის, რომ მათ შესაბამისი რეაგირება და გათვლები მოახდინონ. ობიექტები იძლევა შესაძლებლობას, ეს რეგიონი მხარში გაიმართოს და ადგილობრივებს შემოსავალი გაუჩნდეთ. ტერიტორიაზე, სადაც სიმინდის ყანების გარდა არაფერი იყო, გაჩნდა ობიექტი, რომელსაც ათიათასობით ვიზიტორი ეყოლება. ვიზიტორებს კი, სასტუმროები, კვების ობიექტები და . დასჭირდებათ, რაც რეგიონის განვითარების საუკეთესო პერსპექტივას ქმნის. კონცერტებისა და ღონისძიებების ხარჯები, რომლებიც 2016 წელს ჩატარდება, ფონდმა გაიღო, მოგება კი, მთლიანად ბიუჯეტში შევა", - განაცხადა ჩხეტიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner