logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: მე ვერ გეტყვით, რომ „ომიკრონი“ უფრო საშიშია - ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია
- +

3 დეკემბერი. 2021. 03:00

 

 

„მე ვერ გეტყვით, რომ „ომიკრონი“ უფრო საშიშია. არ ვეთანხმები იმ გავრცელებულ აჟიოტაჟს, რომ გამოჩნდა უფრო საშიში შტამი - ეს ჯერ არავის დაუმტკიცებია“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხდა.

 

„წინასწარი მონაცემებით, „ომიკრონი“ ვრცელდება უფრო სწრაფად, ვიდრე „დელტა“. სავარაუდოდ, ის არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე „დელტა“ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით, ვარაუდობენ, რომ ვაქცინები მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც დაიცავენ ამ შტამისგანაც. თუმცა ვაქცინების მწარმოებელმა კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ამ საკითხს სწავლობენ და უკვე შეუდგნენ მუშაობას ვაქცინების მოდიფიკაციაზე. თუ აღმოჩნდება, რომ ახალ შტამში მუტაციები ზუსტად იმ უბნებშია, რომელიც ვაქცინის სამიზნე იყო და ვაქცინა ეფექტიანად ვერ დაიცავს, მაშინ ისინი პირობას დებენ რომ 6 კვირაში - მაქსიმუმ 100 დღეში დადებენ ახალ ვაქცინას, რომელიც მორგებული იქნება ამ მოდიფიკაციაზე“, - განაცხდა ცერცვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner