თავისუფლების მოედანზე უმაღლესი კლასის ბრენდის სასტუმროს „Autograph Collection"-ის მშენებლობის დასრულება 2018 წელს იგეგმება.
7-ვარსკვლავიანი სასტუმროს ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მლნ დოლარია.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით მშენებარე სასტუმროში 6 კატეგორიის 220 ნომერი, 2 სხვადასხვა ფორმის საკონფერენციო დარბაზი, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ოთახები, A კლასის საოფისე და კომერციული ფართები, სპა, ფიტნეს ცენტრი და „ინფინიტი" საცურაო აუზი განთავსდება. კომპლექსი საბაგიროთი დაუკავშირდება სასტუმრო „სოლოლაკს". სასტუმროს ვიზიტორებისთვის ასევე ხელმისაწვდომი იქნება ბევრი ინფრასტრუქტურული შეთავაზებები, მათ შორის სპორტულ-გამაჯანსაღებელი.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული და დაცული იქნება საერთაშორისო სტანდარტები შშმ პირებისთვის. „Autograph Collection" ბრენდის მიერ კი უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების უმაღლესი დონე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.