logo_geo
eng_logo
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „სოტროვიმაბის“ პრეპარატის გამოყენებაზე ნებართვა გასცეს
- +

3 დეკემბერი. 2021. 11:30

 

 

 

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების სააგენტომ,„ კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის მოხმარებაში ჩაშვების გადაწყვეტილება მიიღო. კვლევებით დგინდება, რომ ახლად შექმნილი მედიკამენტი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს მნიშვნელოვნად, ხოლო გარდაცვალების ფაქტებს 79%-ით ამცირებს.

 

პრეპარატი „სოტროვიმაბის“ სახელით ჩაეშვება წარმოებაში, რაზეც შესაბამისი ნებართვა უკვე გაცემულია.

 

ცნობილია, რომ აღნიშნულ პრეპარატს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებისას, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევების დროს,  გამოიყენებენ. პრეპარატს ინფიცირებული პირის ორგანიზმში ინტრავენურად შეიყვანენ.

 

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ „სოტროვიმაბის“ გამოყენება მხოლოდ ზრდასრულებისთვის იქნება ნებადართული, მათთვის, ვინც ინფიცირების გართულების რისკის ქვეშაა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner